საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 13661

ფაქტი 13661

1906 წლის 17 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებამ საწევრო თანხა ექვსი მანეთი სამ მანეთამდე, ოცი მანეთი კი ათ მანეთამდე შეამცირა. ასევე ერთიანი საწევრო გადასახადი ათი თუმანი ექვს თუმნამდე, ოცდაათი თუმანი კი ოც თუმნამდე შეამცირა. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, წევრები გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 13661; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .