საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14182

ფაქტი 14182

1908 წლის 22 ივლისს საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – ი. სულხანიშვილი, დროებითი მდივანი – ზაქარია ფალიაშვილი) შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში მონაწილეობის მიღების საკითხს პირველივე საერთო კრებაზე მოახსენებდა საზოგადოებას, რადგან თვითონ გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, რაიმე საზოგადოებრივი საქმისთვის თანხა გაეღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14182; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .