საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14183

ფაქტი 14183

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების სამზრუნველო კომისიის მოხსენება ამ სკოლათა მართვის ინსტრუქციაში ცვლილებებისა და სამეურვეო კომიტეტის გაუქმების შესახებ, რომელიც მოისმინეს 9 თებერვალს და გადადეს სამზრუნველო კომიტეტისთვის განმარტებითი პასუხის მომზადებამდე. გამგეობამ მოისმინა ინსტრუქციის სამუშაო ვერსია და დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14183; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .