საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14448

ფაქტი 14448

1884-1885 საანგარიშო წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დაამტკიცა ხარჯთა სია: ბათუმის სკოლისთვის 1700 მანეთი, მდივნის ხელფასისთვის 600 მანეთი, საკანცელარიო ხარჯისთვის 100 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, წიგნების დასაბეჭდად 1500 მანეთი, ღარიბი სკოლების დასახმარებლად 500 მანეთი, მოულოდნელი ხარჯისთვის 500 მანეთი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14448; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .