საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14475

ფაქტი 14475

1881-1882 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მმართველობა 1883 წლის სექტემბრისთვის ქუთაისში პირველი პროგიმნაზიური კლასის გახსნას გეგმავდა, მაგრამ წესდებით ამის უფლება არ ჰქონდა. ამიტომ საჭირო იყო, ქუთაისში ჩამოყალიბებულიყო თავადაზნაურთა ისეთი საზოგადოება, რომელიც ქუთაისის თავადაზნაურთა სკოლას უხელმძღვანელებდა და მომავალში გიმნაზიად გადააკეთებდა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14475; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .