1919 წლის 2 დეკემბერს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკ. ბერიძემ და საქმის მწარმოებელმა თბილისის მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს შეატყობინეს, რომ მინისტრის მოადგილის ბრძანების თანახმად, 1919 წლის პირველ დეკემბერს ხსენებული სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო გრიგოლის ასულ ბარათაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი