1906 წელს ბათუმის სკოლის მე-3 განყოფილების მოსწავლეებს წაკითხული ჰქონდათ „გლახის ნაამბობი“, „დიმიტრი თავდადებული“ და რამდენიმე პატარა მოთხრობა. ასევე, „მოთხრობები საქართველოს ისტორიიდან“: მეფე ფარნავაზის, ქრისტიანობის ქადაგებისა და წმ. ნინოს ცხოვრების მეორე ნაწილის შვიდი თავი. ბათუმის სკოლის დათვალიერების შესახებ 1906 წლის 10 ივნისის მოხსენებას ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი