საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14564

ფაქტი 14564

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის 9 აპრილის ოქმის მიხედვით, საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობისა და კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების მხატვართა კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული მოდელი და ძეგლის დადგმის საკითხი. ოქმს ხელი მოაწერეს იაკობ ღულაძემ (გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი), სამსონ ფირცხალავამ (გამგეობის მდივანი) და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14564; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .