საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14565

ფაქტი 14565

1907-1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ გამგეობას განუმარტა იაკობ ნიკოლაძის რთული მდგომარეობის მიზეზი და დახმარება სთხოვა. ილიას ძეგლის ასაგებად საფრანგეთიდან თავისი სურვილით ჩამოსული მოქანდაკე საკითხის გადაწყვეტის გაჭიანურების გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა – საქმეს ვერც საქართველოში შოულობდა, ვეღარც პარიზში მიემგზავრებოდა, სადაც მას დაქირავებული ატელიეს დაკარგვის საფრთხე ემუქრებოდა, თუ უახლოეს დღეებში ქირას არ გაუგზავნიდა, იარაღებსა და ხელსაწყოს გამოუყრიდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14565; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .