1920 წლის 11 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელი კრების წევრის ჰაიდარ ალის ძე აბაშიძის განცხადებით, ოსმალეთისა და აზერბაიჯანის აგენტების განზრახვა ქართველი მუსლიმანების ბრმა იარაღად გამოყენება, ავანტიურაში ჩაბმა და საქართველოს წინააღმდეგ ამხედრება იყო. მათი მთავარი მიზანი ნავთობის ბათუმით თავისუფლად გატანა წარმოადგენდა.

წყარო: საქართველოს რესპუბლიკა, 1920 | 11 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა