1889 წლის 2 სექტემბერს თელავის სასულიერო სასწავლებელის ზედამხედველმა მიხეილ ივნეს ძე ილურიძემ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გაეგზავნათ არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძის ქართული გრამატიკის სახელმძღვანელოს 60 ეგზემპლარი, თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანიას ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო – 5, „ქართველი პოეტების კრებული" (რუსულ ენაზე) და სულხან (ტიხონ) ბარათაშვილის (ბარათოვის) საქართველოს ისტორია – 2-2, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის რუსული მეტყველება (Русская речь) და 15 ცალი „Христоматия Полевого".

წყარო: ალექსანდრე ყაზბეგისა და სხვა ავტორების მიმართვა მათ მიერ გამოცემული წიგნების შეღავათიან ფასებში დათმობის შესახებ | 1889-1889
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი