საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14791

ფაქტი 14791

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, კავკავის სკოლის III განყოფილების მოსწავლეებმა ქართული ენის პროგრამა სრულად ვერ გაიარეს, თუმცა განვლილი მასალა კარგად იცოდნენ. რუსულ ენის სწავლა კი უჭირდათ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14791; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .