საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14808

ფაქტი 14808

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, გომარეთის სკოლის I განყოფილების მოსწავლეები კარგად კითხულობდნენ ნასწავლ მოთხრობებსა და ლექსებს. II განყოფილების მოსწავლეებს უჭირდათ, ხოლო III განყოფილების მოსწავლეები კი განვლილ მასალასაც კარგად კითხულობდნენ და აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემაც შეეძლოთ. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14808; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .