საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14823

ფაქტი 14823

სამსონ ფირცხალავას ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად და პატივსაცემად მოწვეულმა კრებამ, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგნის ყოველმხრივი განხილვისა და კამათის შემდეგ დაადგინა: შექმნილიყო ილია ჭავჭავაძის ფონდი ქართული ლიტერატურისა და სწავლა-განათლების გასავრცელებლად; ამ საქმის მოგვარება მინდობოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას და მასვე დავალებოდა, მოწოდებები დაეგზავნა დაწესებულებებისა და კერძო პირებისთვის, რათა ერთდროული ან ყოველწლიური შემოწირულობით დახმარებოდნენ ილიას ფონდს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14823; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .