1879 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის ორგანყოფილებიანი სათავადაზნაურო სკოლის მზრუნველებად დანიშნა: ანნა ბესარიონის ასული მუხსელოვისა, ელენე დიმიტრის ასული ლორთქიფანიძისა, სიმონ (სვიმონ) ბესარიონის ძე ღოღობერიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ფიფინაშვილი (ფიფინოვი), ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე, კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე და ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1886
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი