1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყეს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის საბჭოს დადგენილება: ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 200 მანეთი გადაერიცხათ ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდისთვის. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გიმნაზიის გამგე იოსებ ოცხელმა და საქმის მწარმოებელმა ივანე ეპიტაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი