ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აცნობებენ, რომ, მართალია, ქუთაისის ქართული დრამატული საზოგადოება (გამგეობის მდივანი – არჩილ ავალიშვილი) სხვადასხვა სამწუხარო მიზეზის გამო 31 აგვისტოს ვერ ახერხებს დელეგატის გაგზავნას ვერც სახელოვანი პოეტის პანაშვიდზე და ვერც კრებაზე დასასწრებად, მაგრამ აუცილებლად მიიღებს ნივთიერ მონაწილეობას საფლავის ძეგლის აგებაში, ხოლო შესაწირი თანხის რაოდენობა დაზუსტების შემდგომ უმოკლეს ხანში ეცნობება გამგეობას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი