1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას ბათუმის სკოლისთვის საკუთარი შენობა სჭირდებოდა, რადგან ქალაქში მოსახლეობის რაოდენობა მატულობდა და სასკოლო სახლის ქირის ფასიც თანდათან იზრდებოდა. საზოგადოებას ამ მხრივ ბათუმის მაჰმადიანი ქართველების იმედი ჰქონდა, რომლებიც სკოლისთვის ადგილს შეჰპირდნენ. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიში | 1884-1885
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი