1901 წლის ივნისში იაკობ გოგებაშვილსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „დედა ენის“ გაყიდვით მიღებული თანხა ავტორს საზოგადოებისგან ყოველთვიურად უნდა მიეღო. ფაქტი ხელმოწერით დაადასტურეს: ნიკოლოზ ცხვედაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე რატიშვილმა და დავით კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი