საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 14918

ფაქტი 14918

1908 წლის 4 ნოემბერს შედგენილი დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს მამადავითის მთაზე ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის გასამრჯელოდ უნდა მიეღო 5800 მანეთი ასეთი თანმიმდევრობით: 2000 მანეთი – პარიზში გასამგზავრებლად და მუშაობის დასაწყებად, 1500 – ქალის ბრინჯაოს ქანდაკების ჩამოსასხმელად (მანამდე კომისიამ უნდა შეეფასებინა ფოტოესკიზები), 1200 – სამუშაოს დასრულების, ანუ საფლავზე ძეგლის დადგმის შემდეგ. რუსულენოვან დოკუმენტს ხელი მოაწერა იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 14918; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .