საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15027

ფაქტი 15027

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველი იანვრისთვის თბილისის II ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1511 ქართული და 92 რუსული წიგნი იყო. წლის განმავლობაში დაემატა 84 ქართული და 36 რუსული წიგნი. ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 1723 წიგნი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15027; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .