საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1514

ფაქტი 1514

1920 წლის 31 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ეროვნული გუნდის გამგემ, კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ეროვნული გუნდის სუბსიდირების 30000 მანეთამდე გაზრდის შუამდგომლობით მიმართა. ძველი დაფინანსება ვერ აკმაყოფილებდა გუნდის მოთხოვნილებებს. თანხა 26 მაისის სამზადისისთვისაც იყო საჭირო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1514; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .