საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1521

ფაქტი 1521

1918 წელს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქალაქის საბჭოს კრებაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საკითხი. ა. ლომთათიძემ კრებას წაუკითხა ყველა საბუთი, რომლებიც მთავრობას კონფლიქტის შესახებ ჰქონდა მიღებული, მათ შორის გენერალ მიხეილ ციციშვილისა და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის, რ. ი. კაჩაზნუნის დეპეშა. დადგინდა, რომ ორივე რესპუბლიკა მზად იყო საზღვრების საკითხის უიარაღოდ მოსაგვარებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1521; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .