1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პ. თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დადგენილებები და სხვა მიწერ-მოწერა ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმის შესახებ | 1907-1910
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი