საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15289

ფაქტი 15289

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნით მხატვარ-ექსპერტთა კომისიის წევრებმა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული ფოტოსურათები განიხილეს. ოქმში აღნიშნეს, რომ მგლოვიარე ქალის ფიგურა ოსტატურად იყო შესრულებული, მაგრამ გამოთქვეს შენიშვნები მოსასხამის დეტალებთან დაკავშირებით. დასკვნას ხელი მოაწერეს გიგო გაბაშვილმა, ოსკარ შმერლინგმა და ჰენრიკ ჰრინევსკიმ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15289; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .