საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15308

ფაქტი 15308

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 139 ქართველი, 12 – რუსი, 4 – სომეხი და 9 სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. 18 – თავად-აზნაური, 10 – სასულიერო წოდების, 25 – ვაჭარი და 110 სხვა წოდების წარმომადგენელი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15308; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .