საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15323

ფაქტი 15323

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I ბიბლიოთეკის მკითხველთა შორის 130 ქართველი, 4 – რუსი, 11 – სომეხი და ერთი სხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო. ასევე 25 – თავად-აზნაური, 2 – სასულიერო წოდების, 7 – ვაჭარი და 112 – გლეხი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15323; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .