საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15351

ფაქტი 15351

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15351; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .