საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15373

ფაქტი 15373

1916 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანი) განყოფილების წევრები იყვნენ: კომერსანტი იოსებ პავლეს ძე თევზაძე, პედაგოგი კონსტანტინე მიხეილის ძე კანდელაკი, ოლქის მმართველი კონსტანტინე ირაკლის ძე კალანდარიშვილი, რკინიგზის მოხელეები – ნესტორ ნიკოლოზის ძე მამულაიშვილი, ლუარსაბ შიოს ძე მაღრაძე, მოსე ონისიმეს ძე მოსეშვილი და გიორგი ილიას ძე მუსხელიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15373; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .