საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15385

ფაქტი 15385

1916 წლის 29 იანვრის თარიღით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის (ლენინაკანის) განყოფილების წევრები იყვნენ: სასამართლოს მოხელე დიმიტრი პაატას ძე მგალობლიშვილი, პროვიზორი მელიტონ კონსტანტინეს ძე ნადარეიშვილი, სამხედრო ექიმები – მიხეილ ნახუცრიშვილი, ვარლამ დავითის ძე საყვარელიძე, ანტონ პეტრეს ძე ფალიაშვილი და ადგილობრივი ფოსტის განყოფილების უფროსი პლატონ ანდრიას ძე არჯევანიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15385; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .