საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15389

ფაქტი 15389

1908 წლის 15 ივნისის კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ ზოგი დელეგატი (ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი) მომხრე იყო ილია ჭავჭავაძის ძეგლის გასაკეთებლად გამოცხადებულიყო კონკურსი, ნაწილი (სამსონ ფირცხალავა, პ. სურგულაძე, გიორგი გვაზავა, ლუარსაბ ბოცვაძე) იაკობ ნიკოლაძის კანდიდატურას უჭერდა მხარს; ფილიპე გოგიჩაიშვილს არ აკმაყოფილებდა მოდელი, მაგრამ მიაჩნდა, რომ თავად ავტორი შეძლებდა მის შესწორებას; ალექსი მირიანაშვილის აზრით კი, თუ მომავალში ილიას ერევნის მოედანზე დაედგმებოდა ძეგლი, მაშინ წარმოდგენილი მოდელი მისაღები იქნებოდა და კონკურსი აღარ იყო საჭირო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15389; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .