საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15477

ფაქტი 15477

1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა და დაამტკიცა 16 და 17 მაისს საზოგადოების სასარგებლოდ გამართული სეირნობისა და ბაზრობის შემოსავალ-გასავალი. შემოსავალი იყო 2566. 99 მანეთი, გასავალი – 1157. 47, მოგება – 1409. 52 მან. გამგეობამ მონაცემების გაზეთებში დაბეჭდვა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15477; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .