საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15567

ფაქტი 15567

ილია ჭავჭავაძის დაკრძალვაზე მისულ დელეგატთა კრების ოქმიდან ვიგებთ, რომ მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა 1907 წლის 9 სექტემბერს, საღამოს 8 საათზე, თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატების საკრებულოში მიიწვია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დასაფლავებაზე ჩამოსული დელეგატები და თბილისის ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლები. ოქმს ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15567; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .