საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15751

ფაქტი 15751

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ილიას სახელობის სკოლის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა ძალიან მცირე იყო ჭავჭავაძის სახელისთვის, უფრო შესაფერისი იქნებოდა ლიტერატურული წრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა მთელი ქართველი ერის სულიერი კულტურის განვითარებას, იგი იზრუნებდა როგორც ილიას, ისე სხვათა ნაწერების გამოცემაზეც. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ილია ნაკაშიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15751; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .