საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 15756

ფაქტი 15756

1899 წლის 24 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის კითხვა პლატონ წულუკიძის სენაკის სკოლიდან დათხოვნის შესახებ. გამგეობის დადგენილებით, დირექტორისთვის უნდა მიეწერათ, რომ წულუკიძე დაითხოვეს ამავე სკოლის ინსპექტორის, სამსონ ყიფიანის მიმართ მისი არაკეთილგანწყობილი პირადული დამოკიდებულების გამო. ოქმს ხელს აწერს ილია ჭავჭავაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 15756; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .