საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1584

ფაქტი 1584

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკის თავმჯდომარეს თელავიდან დეპეშით შეატყობინეს, რომ 21 დეკემბერს თელავში გამართულ სომეხთა კრებაზე დამწრე საზოგადოება აპროტესტებდა სომეხ ავანტურისტთა მოქმედებებს. ისინი საქართველოს რესპუბლიკას თანადგომას უცხადებდნენ და ბრძოლაში დახმარებას ჰპირდებოდნენ. დეპეშას ხელს აწერდა სხდომის თავმჯდომარე ნინო ხითაროვი.

წელი:
1918
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
საქართველოს რესპუბლიკა, 1918 | 21 დეკემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1584; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .