ანტირელიგიური პროპაგანდის გააქტიურებასთან დაკავშირებით ცეკას ბრძანებით უნდა ჩატარებულიყო ანტირელიგიური მოხსენებები და ლექციები; ბიბლიოთეკებსა და ქოხ-სამკითხველოებში გამოეფინათ ანტირელიგიური ლიტერატურა; მოეწყოთ გასართობები, ხალხი რომ რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნად არ წასულიყო. განცხადებას ხელი მოაწერა საქართველოს ცეკას მდივანმა გ. ყურალაშვილმა და აგიტპროპგანყოფილების გამგის მოადგილე კ. მეგრელიძემ.

წყარო: კომუნისტი 1927 | 14 | დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა