ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის გასავალი იყო: სკოლის შენობის ქირა 2961 მანეთი და 75 კაპიკი, ავეჯი – 12 მანეთი და 40 კაპიკი, დაზღვევა – 328 მანეთი, განათება და გათბობა – 140 მანეთი, ექიმი და წამალი – 717 მანეთი და 33 კაპიკი, სულ – 4159 მანეთი და 48 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი