ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის კლასგარეშე საკითხავი წიგნები იყო 1760 მანეთის, მასწავლებლების წიგნები კი – 981 მანეთისა 45 კაპიკის, სულ – 2741 მანეთისა და 45 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი