ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, სასწავლო წლის დასასრულს ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის ოთხივე განყოფილებაში სულ იყო 371 მოსწავლე, თავადაზნაურის წოდების მქონე – 276, ვაჭრის, ხელოსნის წოდების – 4, სასულიერო წოდების – 22, გლეხი – 69, მართლმადიდებელი – 368, კათოლიკე – 3. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი