ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მე-2 ძირითად და პარალელურ განყოფილებაში სასწავლო წლის დასასრულს ირიცხებოდა 126 მოსწავლე, თავადაზნაურის წოდების მქონე – 89, ვაჭრის, ხელოსნის წოდების – 4, სასულიერო წოდების – 8, გლეხი – 25, მართლმადიდებელი – 126. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი