1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ხარჯს შეადგენდა: მაღაზიისა და საწყობის ქირა – 435 მანეთი, დაზღვევა – 58 მანეთი და 75 კაპიკი, სავაჭრო მოწმობა – 30 მანეთი, წვრილმანი – 64 მანეთი და 82 კაპიკი, მდივნისა და მისი 2 თანაშემწის ხელფასი – 658 მანეთი და 32 კაპიკი, კერძო პირების წიგნების მოგების ნახევარი – 19 მანეთი და 35 კაპიკი, სულ – 1266 მანეთი და 24 კაპიკი. 1906 წლის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიურ ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი