ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის წლიური ანგარიშის მიხედვით, უდის ბიბლიოთეკიდან სულ გაიცა 165 წიგნი. მათ შორის 50 სასულიერო შინაარსის წიგნი იყო, 70 – სიტყვაკაზმული მწერლობა, 10 – ისტორიული, 2 – პოლიტიკურ-ეკონომიკური, 20 – საბავშვო და 13 – სხვა ჟანრის. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი