1906 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, წინარეხის სკოლის სახელმძღვანელოები იყო 32 მანეთის, კლასგარეშე საკითხავი წიგნები – 149 მანეთისა და 30 კაპიკის, მასწავლებლების წიგნები – 8 მანეთისა და 80 კაპიკის, სხვა სასწავლო ნივთები კი – 28 მანეთის, სულ – 218 მანეთისა და 10 კაპიკის ღირებულების. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები და ანგარიშები | 1905-1906
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი