1881 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში მაჰმადის რჯულის სასწავლებლად მაჭახელაში მცხოვრები ხოჯა სულეიმან ეფენდი ზადე მიიწვიეს, რის შემდეგაც ბათუმის მაჰმადიანთა დიდმა ნაწილმა საზოგადოების სკოლაში შვილების ტარება გადაწყვიტა.

წყარო: მიწერ-მოწერა აჭარა-ქობულეთში ქართული სკოლების გახსნის შესახებ | 1880-1884
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი