საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 1664

ფაქტი 1664

1920 წლის 18 მაისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საღამოს 6 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან ფრონტზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გამოასვენეს. დაკრძალვას დამფუძნებელი კრების წევრები ესწრებოდნენ. პროცესიას სიტყვით მიმართეს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სიმონ გურგენის ძე მდივანმა და ქალაქ თბილისის თავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 1664; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .