1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივლიანე ალექსის ძე ლასხიშვილის, ივანე დავითის ძე მეტრეველის, თერაპიონ არჩილის ძე მანჯავიძის, დავით პეტრეს ძე ნაზემაცოვის, გიორგი ნიორაძის, ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილის, გიორგი იოსების ძე სიდამონოვ-ერისთავის, ნიკოლოზ სოლომონის ძე ღოღობერიძის, ელიზბარ ანდრიას ძე შურღაიასა და ბესარიონ დიმიტრის ძე შარაშენიძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი