1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.

წყარო: ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს ოქმები და მოხსენებები | 1890-1890
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი