1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ძველი სენაკისა და ბათუმის სკოლების რევიზიის შესახებ.

წყარო: სხვადასხვა პირებისა და დაწესებულებების განცხადებები მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის სტიპენდიების დანიშვნის შესახებ | 1915-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი