საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 16945

ფაქტი 16945

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, საზოგადოებას ჰქონოდა პერიოდული გამოცემა. გამგეობა დაეთანხმა. ადმინისტრაციული სექციის დადგენილებით, მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვაში შეიტანდნენ გამოცემისთვის საჭირო თანხას, საზოგადოების ბაქოსა და ქუთაისის განყოფილებებს კი დახმარების თხოვნით მიმართავდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 16945; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .